,,ტორპედოს”ვეტერანი ფეხბურთელი იუბილარია. სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს 76 წელი შეუსრულდა.
ვეტერანი ფეხბურთელისა და სპორტის ოსტატის იუბილეს სიციალურ ქსელში იუზა კაციტაძე ეხმაურება. იგი წერს:
,, ავთანდილ (კუსა) წვერავა – 76
ვეტერანი ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე ავთანდილ წვერავა დღეს იუბილარია!
“ტორპედოში” თამაშობდა 1963-1973 წლებში. სსრკ უმაღლესი და პირველი ლიგის ჩემპიონატებში ჩაატარა 249 მატჩი, გაიტანა 10 ბურთი. 1968 წლიდან იყო გუნდის კაპიტანი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა “ტორპედოს”, “უნივერსიტეტის”, “ტორპედო 2008” გუნდის უფროსად, სამწვრთნელო ბაზის დირექტორად.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ექიმთა ნაკრებს მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ” -წერს იუზა კაციტაძე სოციალურ ქსელში და იუბილარის ფოტოებს აქვეყნებს.
megatv.ge უერთდება მილოცვას და ვეტერან ფეხბურთელს მხნეობასა და დღეგრძელ სიცოცხლეს უსურვებს.