ტექნიკური სამუშაოები ახლაც გრძელდება – ქუთაისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს, რომელთაც კანალიზაციის გაუმართაობის გამო პრობლემა შეექმნათ:
”ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის #7 ვე კორპუსის მაცხოვრებლებს, კანალიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
მერიის შუამდგომლობით , რამდენიმე ხნის წინ, გაიწმინდა 3 კორპუსის საკანალიზაციო სისტემა, თუმცა პრობლემა მთლიანად ვერ მოგვარდა. ახლახანს ისევ დაიტბორა საკანალიზაციო ნარჩენებით კორპუსის სარდაფები.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფი მალევე გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და ქუთაისის სერვის-ცენტრის მიერ იმ დღესვე მოხდა დაზიანებული მილის აღდგენა-შეკეთება, ტექნიკური სამუშაოები კი ახლაც გრძელდება.” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ცნობისთვის, დღეს მოქალაქემ სოციალურ ქსელში დატბორილი სადარბაზოს ვიდეო გაავრცელა.