LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სულორში 12 აპრილს აქცია იგეგმება

სულორში 12 აპრილს აქცია იგეგმება

დაპოსტა 2025/04/10-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

სულორში 12 აპრილს აქცია იგეგმება. მოქალაქეები სოფელში 2 საათზე გეგმავენ შეკრებას. ნაწილი გამომგზავრებას თბილიდან გეგმავს:

“ქვეყანაში ტყე არ დატოვეს ბორცვი არ დატოვეს… მდინარეებს აქრობენ, თავზე ბომბს გვაშენებენ , ამ ყველაფერს რომ იტყვიი: ,,ნაცი,, ხარო გეტყვიან. სანამ ჩვენს ქვეყანაში ნაც-ქოცობის ძახილი არ მოიშლება, მანამ არაფერი არ გვეშველებაა…. ალბად სიკეთეშიი უნდა ჩავუთვალოთ ლაბაჯოურს რომ არ კეტავენ და არ გვასახლებენ სოფლიდან….” – წერს მოქალაქე

“სულორი როგორც იცით ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც სამკურნალო თვისებების გოგირდიანი წყლები ბუნებრივად, მიწიდან მოიპოვება, რომელსაც სხვადასხვა ადამიანსის განკურვნა შეუძლია ასეთ ადგილზე განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა ჰესის აშენება, რადგან წყალი და პატარა წყაროები ძალიან ბევრ ადგილზე მოედინება მათი დაგუბება კი საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. როგორც ვიცით სულორში საკმაოდ ხშირია წყალდიდობები, ერთ-ერთმა წყალდიდობამ გაანადგურა კურორტის ხიდი, ბაღთან არსებული გზა და საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. ჰესი გააქრობს მდინარეს შესაბამისად სრულიად გააქრობს თევზს მათ შორის იშვიათ კალმახსაც, რომელიც უკვე გადაშენების პირასაა. ჰესის აშენების შემდეგ იზრდება მეწყერის რისკი, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა რადგან უკვე რამდენიმე აგილას დაიძრა მიწა რომელმაც საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. ჰესი ასევე გავლენას ახდენს კლიმატზე და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. ჰესის აშენების შემთხვევაში აღარ გვექნება მდინარე, გაქრება ყველანაირი თევზი და საფრთხე შეექმნება ბუნებას. უხვი ნალექის შემთხვევაში იქნება წყალდიდობა, რომელიც მოსახლეობას დიდი რისკის ქვეშ დააყენებს.

‼️არა სულორის ჰესს‼️“-წერს კიდევ ერთი მოქალაქე

ვანის საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანია მდინარე სულორზე ჰესის მშენებლობას გეგმავს, განცხადებას ავრცელებს. მან პროტესტი პოლიტიკურად ანგაჟირებულად შეაფასა 

უკვე რამდენიმე წელია ვაწარმოებ მდინარე სულორზე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს. პროექტის განხორციელებისათვის ჩატარდა შესაბამისი კვლევები. ჩვენ მიერ შერჩეული ჰესის მოდელი გულისხმობს მშენებლობას, მაქსიმალური სიმძლავრით 1,8 მეგავატის მოცულობით. მისი კონსტრუქცია ითვალისწინებს წყლის ნაკადის ჩამოდინებას ღია სანიაღვრე მეთოდით. გავრცელებული ინფორმაცია ორი ჰესის აშენებასა და მდინარის მილებში მოქცევის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ მიერ შერჩეული პროექტი, არ საჭიროებს მსგავსი ტიპის დაგეგმარებას. ამ ეტაპზე დეტალური პროექტირების საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ იტალიურ კომპანია “Idrostudi LLC “- სთან, რომელიც აფასებს ჰესის გავლენას გარემოზე.

“ჩვენ მიერ შერჩეული ჰესის ტექნოლოგიური მახასიათებლები იძლევიან ადგილობრივი მოსახელობისა და ეკოლოგიის დაცულობის სრულ გარანტიას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სანამ არ მექნება პროექტის სრულყოფილი მოდელი, რომელიც ნებადართული იქნება, შესაბამისი უწყებების მიერ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოების განხორიცელება არ დაიგეგმება; ხოლო თანხმობის შემდეგ, დაინტერესებული საზოგადოება მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, სამუშაოების დაწყების და უსაფრთხოების გარანტიის შესახებ. ” – ვკითხულობთ პოსტში.

მოქალაქეები კიბიჭიკო პაიკიძეს ტყუილში ადანაშაულებენ: 

თქვით რომ სანამ გეოლოგების ,ეკოლოგების,სეისმოლოგების და სპეციალისტების დასკვნა არ დაიდებოდა და განიხილებოდა არაფერს არ დავიწყებო და დაწყებული გქონიათ ,ისე რომ ხალხის მასამ ახლა გაიგო და ,ერთი წუთითაც არ შეაჩერეთ სამუშაოები!

ასე ასრულებთ პირობას!? ერთს გპირდებით და საწინააღმდეგოს ასრულებთ!?- წერენ ისინი

“მშვიდობიანიდილა მოგცეთ ღმერთმა !

თუმცა რაღა მშვიდობაა ,ძირს რომ გითხრიან დასანგრევად და შენ კუთხეზე შეყვარებულმა ხმა თუ ამოიღე ,მაშინვე პოლიტიკის გავლენას მიაწერენ!

რა პოლიტიკაზეა საუბარი ხალხნო როცა განგრევენ და შენი ბუდიდან საყრელად გიქმნიან საქმეს!?

გაიგეთ და მოისმინეთ რომ ეს არ ეხება პოლიტიკას ეს ეხება სოფლების მაცხოვრებლებს და მთელ რაიონს ! ეს რაც წამოიწყეთ დაუშვებელია და ეს თქვენა კარგად იცით. ! იცით რომ დაინგრევა და გაპარტახდება ბევრი სოფელი და მაინც აგრძელებთ ! თან აქეთ გვაყენებთ შეურაცხყოფას რომ პოლიტიკას უკავსირებთ ამას! ეს სიცრუეა !

ხალხს სახლებიდან ყრიტ მდინარეს და ბუნებას ერჩიტ და ხმა თუ ამოიღო ვინმემ პოლიტიკაა!? დაასრულეთ ეს სიყალბე!”- წერს კიდევ ერთი მოქალაქე.

ჩვენ შეგახსენებთ რომ სულორში 12 აპრილს აქცია იგეგმება
გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 6 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 6 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7419, ევრო – 3.1833, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6580 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული  სააგენტოს აჭარის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც...

დაწვრილებითDetails

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მთავარი

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აკეთებს – “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა!”. “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"