ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმნაძე ის ადამიანი, რომელსაც საზოგადოება უნდა გაუფრთხილდეს.
“პაატა იმნაძე- ასი მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4-5 საათი ძილი და 4 ფინიკი საჭმელად. და სულ სანდო, საოცარ გუნდთან ერთად. სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია” – წერს მანანა მანჯგალაძე თავის ფეისბუკზე.