ტროპიკული ქარიშხალი “ჰენრი” აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა.აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკის ლონგ აილენდისა და ახალი ინგლისის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
სინოპტიკოსები აღნიშნულ რეგიონში წყალდიდობას, ძლიერ ქარს, წვიმას, ელექტროენერგიის გათიშვასა და ხეების მოგლეჯვას პროგნოზირებენ.
სტიქიური საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამ დროისათვის “ჰენრის” სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღემატება.