სტამბოლში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა სამსახურმა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები კონფლიქტის ზონებში მყოფ ტერორისტებს თანხებს ურიცხავდნენ.
სპეცოპერაცია სტამბოლის 8 უბანში 12 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები ამოიღეს.
ცნობისათვის, თურქეთმა დაეში/ ისლამური სახელმწიფო ტერორისტულ დაჯგუფებად 2013 წელს აღიარა.