ქაბულის აეროპორტთან სროლის შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაიღუპა, სამი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის ბუნდესვერზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას დაუდგენელი შეიარაღებული პირი ცდილობდა, რის გამოც მასსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამერიკელმა და გერმანელმა სამხედროებმაც გახსნეს. მათ რიგებში არავინ დაშავებულა.