სპორტის სასახლესთან გამართულ საპროტესტო აქციას “ბოლტ ფუდის” კურიერების გარდა ,,ვოლტისა” და ,,გლოვოს” კურიერებიც უერთდებიან.
აქციის მონაწილეები დაბალ ტარიფებს და საბონუსე სისტემის გაუარესებას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
გუშინ ეს ადამიანები იყვნენ „ბოლტის“ ოფისთან მისულები, აპროტესტებდნენ ტარიფების კლებას და ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას ამ პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნა, უნამუსო ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ამ ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან. პროტესტიდან ერთ საათში 20-25 კურიერი იყო გათავისუფლებული”, – აღნიშნა აქციის მონაწილე თორნიკე ავსაჯანიშვილმა.
,,ყველაზე მთავარი პრობლემა რაც დღეს კურიერებს აქვთ არის პარტნიორული ხელშეკრულება, რომელიც ხელს უშლის კურიერსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას და იმ სარგებლების ქონას, რაც შრომის ურთიერთობას გააჩნია, მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულება, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დასაბუთება ან სხვა.