სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა ორივე გუდაუთელია.
სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი გოგონა დაიჭრა. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით კი მანქანა დამწვარი იპოვეს.