- შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ლევან ლობჟანიძე ემსხვერპლა. ნიკა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თანამებრძოლის ცხედრის ცხელ წერტილიდან გამოყვანას შეეცადა.
ოპერაციის დროს, ის ბატალიონი “თბილისელების“ სხვა წევრებთან ერთად რუსულმა დრონმა დააფიქსირა და ინტენსიურ დაბომბვაში მოხვდა. ნიკას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი დარჩა. ის 1993 წელს, სოხუმიდან გამომავალ იმ გემზე დაიბადა, რომელსაც რუსები ბომბავდნენ… უფრო ვრცლად ნიკას შესახებ, მისი თანამებრძოლი გიგი გნოლიძე ambebi.ge-ის ესაუბრება.