LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან – საფრთხე, რომელსაც კანონპროექტი შეიცავს

დაპოსტა 2019/10/17-ში
111
ნახვა
გაზიარება

“სოფლის რწმუნებულები“ საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან.

აღნიშნულს, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

ცვლილების თანახმად, ე.წ. სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსი გაუქმდება და ისინი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადავლენ. ეს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, მათი სრულად პოლიტიზების და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

„კანონპროექტით შემოთავაზებულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის (სოფლის რწმუნებული) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ვალდებულების და პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ახალი პროცედურის – შიდა კონკურსის შემოღება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისთვის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) საჯარო მოხელის სტატუსის შეწყვეტა და მათი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა. მერის წარმომადგენელი, ხშირ შემთხვევაში, სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, ამ ცვლილებით, კი იქმნება საფრთხე, რომ მოხდეს მათი სრულად პოლიტიზება და წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მერის წარმომადგენლებისთვის სტატუსის შეცვლის მცდელობას 2017 წელსაც ქონდა ადგილი, ამ პროცესს მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოეხმაურა და გარდა პროცესის უკანონობისა, ასევე ამ თანამდებობის პოლიტიზირების გაზრდილ რისკებს გაუსვა ხაზი. ორი წლის წინ ეს პროცესი შეჩერდა და მერის/გამგებლის წარმომადგენლებს ისევ დაუბრუნდათ საჯარო მოხელის სტატუსი. ამჯერად ცვლილება პირდაპირ კანონში იგეგმება და მისი მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს სხვა არჩევანი არ ექნებათ გარდა იმისა, რომ მერის წარმომადგენლებს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი შეუცვალონ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულით, რაც ნიშნავს რომ მათ დანიშვნას განახორციელებს მერი ერთპიროვნულად, მათი სამსახურში მიღება მოხდება მერის უფლებამოსილების ვადით, ამასთან, მერს ნებისმიერ დროს შეეძლება რწმუნებულის გათავისუფლება,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციის შეფასებით, მერის წარმომადგენლების პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად უნდა შენარჩუნდეს მათი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების და სახელმწიფო სერვისების პოლიტიკურად ნეიტრალურ გარემოში მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, პროცესის გამჭვირვალობისთვის და საჯარო სამსახურის სისტემის სტაბილურობისთვის, ორგანიზაციაში აუცილებლად მიაჩნიათ შიდა კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები განისაზღვროს კანონით და მხოლოდ პროცედურის დეტალები დაკონკრეტდეს მთავრობის დადგენილებით.

თეგები: კანონიკანონპროექტისაქართველოსოფლი რწმუნებული
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

საბერძნეთში წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იანვარი 22, 2026
1
მთავარი

საბერძნეთში წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, ათენსა და ქვეყნის რეგიონებში დაიტბორა ქუჩები, სახლები, წყალმა დააზიანა ავტომანქანები. ყველაზე მეტი ზიანი ათენის სამხრეთ გარეუბანს, გლიფადას მიადგა. სახანძრო სამსახურში ასობით...

დაწვრილებითDetails

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა სავაჭრო ომი შეაჩერა” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 22, 2026
4
მთავარი

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

იანვარი 22, 2026
26
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის ­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ...

დაწვრილებითDetails

“გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები”- მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

იანვარი 22, 2026
45
მთავარი

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული....

დაწვრილებითDetails

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
5
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

” ვფიქრობ, შეგვიძლია, გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გავუგზავნოთ” – პუტინი

იანვარი 22, 2026
8
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დოკუმენტებს განიხილავს და კონსულტაციებს გამართავს...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

იანვარი 22, 2026
8
ამინდი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24...

დაწვრილებითDetails

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაჭრა თბილისში

იანვარი 22, 2026
105
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი...

დაწვრილებითDetails

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
128
მთავარი

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლის დავით ხადურის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

დაჭრა ბაკურიანში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
204
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».