50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა, – ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს რწმუნებულმა დავით გოგიბერაშვილმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრვები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ქონდა მეზობლებთან, სწორედ ამის განო ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ. მათ მედიკოსები აკვირდებიან.
კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს ვანში ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, მათ პირველადი ანალიზით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 30-მდე კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
IMEDINEWS.GE