ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპულ ერთი ოჯახის 3 წევრს დღეს დაკრძალავენ.
ბაღდათში დილიდან ბებიისა და დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ოჯახის კიდევ ერთი წევრი მეწყერს გადაურჩა და ამ დრომდე ქუთაისში, კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა.
მეწყერმა 4 სახლი, მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.