LIVE TV
კვირა, მარტი 26, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე ახალი ამბები ეკონომიკა

სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება

დაპოსტა 2019/11/04-ში
გაზიარება

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება

„წყალტუბოში ახალი ტურისტული შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ გვეყოლება ათობით ათასი ვიზიტორი და ამ გაზრდილ მოთხოვნას სჭირდება ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება. ჩვენ ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას – სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონა” შექმნას. ამ პროექტს სამინისტროში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამუშავებდით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს „ჰერბიას“ მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.

„სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია, ჩვენ ამ კურორტის გაცოცხლება ვერ შევძელით. სოციალური, კორპორატიული თუ, როგორც გსურთ, ისეთი პასუხისმგებლობა დავარქვათ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ამ კურორტის გაცოცხლება, რითაც რეგიონში ახალი შესაძლებლობები ჩნდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს სასათბურე სექტორის, როგორც დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.

უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება.

შპს „ჰერბიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

ლევან დავითაშვილმა, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში, დაახლოებით, 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა.

თეგები: მაღლაკისათბურიწყალტუბოჰერბია
გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

არის მსხვერპლი-უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს

მარტი 25, 2023
101
მთავარი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა  საარტილერიო იერიშებით, დონეცკის ოლქის ქალაქები, ჩასივ იარი და ტორეცკი დაბომბეს. როგორც ერმაკი სოციალურ ქსელში წერს, დაღუპულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე.  "რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩასივ იარი და ტორეცკი.  ქალაქ...

დაწვრილებით

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა

მარტი 25, 2023
35
მთავარი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი ამხანაგურ შეხვედრაში დიდი უპირატესობით, 6-1 დაამარცხა. ვილი სანიოლის შეგირდები ნორვეგიას კარგი განწყობით შეხვდება .

დაწვრილებით

ვინც შენ გიჩივის ყველას ვჯობდი გარეგნობით,რაღა მე არ მეჩალიჩებოდი-ლალი მოროშკინა შალვა რამიშვილს

მარტი 25, 2023
281
მთავარი

"ვინც შენ გიჩივის, მაგათ ნაღდად ვჯობდი გარეგნობით, მე და შენ დავბერდით ერთად და რაღა მე არ მეჩალიჩებოდი და იმათთან მოგინდა რაღაც? ფეხი აქვთ თუ კისერი, ვერ გაიგებ, დაჯღვარკული, ცელულიტიანი ქალები....

დაწვრილებით

ჩხრეკა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დიმიტრი ჩიქოვანის სახლში

მარტი 25, 2023
50
მთავარი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, გასული ღამის განმავლობაში, საპარტულო პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცველები ადგილზე სატელეფოო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში "პოსტივის" ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია...

დაწვრილებით

შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები-თათია სამხარაძე

მარტი 25, 2023
473
მთავარი

ჟურნალისტი და აქტივისტი თათია სამხარაძე მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბა,ება სიმართლეს და “ნაციონალური მოძრაობის წევრ დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­ს ის არ გაუტაცია: " ვინც Formula...

დაწვრილებით

საქართველოში ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს დავიწროებას-კელი დეგნანი

მარტი 25, 2023
15
მთავარი

გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის მისაღებია სრულად, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კითხვას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით....

დაწვრილებით

პრეზიდენტმა გაბედა,ოლიგაქრად აღიარა ბიძინა ივანიშვილი-პაატა მანჯგალაძე

მარტი 25, 2023
37
მთავარი

ჰიბრიდული ომის აგენტი არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ადამიანებს ყოველდღე აშინებს და თრგუნავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს...

დაწვრილებით

გადაწყვეტილებას აქ ქართველი ხალხი იღებს-კელი დეგნანი

მარტი 25, 2023
27
მთავარი

"რაც ამ ქვეყანაში ბოლო დღეებში ვიხილე, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებებს აქ ქართველი ხალხი იღებს. ჩვენ ყველამ ვნახეთ ორიოდე კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო...

დაწვრილებით

2023 წელი იქნება აყვავებული ჩვენი ქვეყნისთვის-მედვედევი

მარტი 25, 2023
32
მთავარი

"იცით, დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება განსხვავებული, იქნება დრამატული და, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს ვუპასუხოთ ყველაზე რთულ კითხვებს. ის მოგვცემს ჩვენი ხალხის ნამდვილი გმირობის ნიმუშებს. და ბოლოს, 2023 წელი...

დაწვრილებით

მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი-გიორგი კეკელიძე

მარტი 25, 2023
32
მთავარი

"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

იანვარი 30, 2022
94
მთავარი

მეგან ფოქსი დაინიშნა

იანვარი 13, 2022
109
მთავარი

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ბავშვს „წამოარტყა“ რის შემდეგაც შვილმა 112-ზე დარეკა

აპრილი 16, 2022
29





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!