სოფელ ეწერთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მსხდომი დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.