სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა, ერთი კი გარდაიცვალა . შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ, ღამის საათებში, დაფიქსირდა. 4 ადამიანიდან ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცალა. მოწამლულთაგან 2 , 76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ისინი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან . დღეს დილით კი მეოთხე პაციენტი დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში მოათავსეს. როგორც ცენტრის სამედიცინო დირექტორი ცოტნე სამადაშვილი ამბობს, 58 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.









