“სლოგან “ქუთაისი ქალაქია”-დან “ქუთაისი პატარა ქალაქია”-მდე რა მოკლე გზა ყოფილა. საიმიჯო ვიდეო კლიპში რომ ჟღერს ეს დამთრგუნავი ფრაზა.” – წერს სოციალურ ქსელში ლევან ჭანჭალეიშვილი და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახეობის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ გადაღებული საიმიჯო კლიპიდან ამოღებულ კადრს ავრცლებს.
პოსტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური პასუხობს და წერს:
“სლოგანი არის: ქუთაისია საერთაშორისო აეროპორტი – მილიონობით სტუმრის მასპიძელი!”
ლევან ჭანჭალეიშვილი პოსტის კომენტარებში აღნიშნავს, რომ მისთვის არასასიამოვნოა პოლიტიკოსების მხრიდან ქუთაისის პატარა ქალაქად მოხსეინება და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის პოსტის სქრინს აქვყენს.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 70 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვიდეო რგოლი მომზადდა.
“მილიონობით სტუმრის მასპინძელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ავიაციის 70 წლიანი ისტორიის ახალი ფურცელი.” – წერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი