სიცილიაში, ენას პროვინციაში დაკავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ცეცხლის განზრახ გაჩენას ცდილობდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სიცილიაში ცეცხლის გავრცელება გასული კვირიდან გრძელდება. მსხვილი ხანძრების ჩაქრობას 124 სახანძრო ბრიგადა ცდილობს.
დაკავებულები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 80 წლის სიცილიელმა და ალბანეთის 25 წლის მოქალაქემ დანაშაულის ადგილიდან გაქცევა სცადეს. მათ თან საწვავით სავსე კონტეინერები და სანთებელები ჰქონდათ.
შეგახსენებთ, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 15 ივნისიდან ხანძრის ჩაქრობის უკვე 37 ათასი ოპერაცია განხორციელდა. განსაკუთრებით რთული შემთხვევებში ავიაცია იყო ჩართული.
ტყის ხანძრებით ყველაზე მეტად სიცილია დაზარალდა, სადაც საავიაციო ტექნიკის ჩამოსვლამდე კატანიის აეროპორტი დაიხურა.