რამდენიმე დღის წინ 31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა, ნუცა დღეს ბოლო გზაზე გააცილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა გოგოს მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ:.
ნუცას 9 თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ახალგაზრდა გოგონას სიმსივნე ფილტვთან და გულთან, შუასაყარზე ჰქონდა.
მას რამდენიმე დღის წინ, ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, ახალგაზრდა გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.