LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 26, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს რა ტკივილია, დაინახო მოსწავლე, რომელსაც სულ პაწაწინას შეხვდი” – ლუკას პირველი მასწავლებელი

თინათინ ახვლედიანი by თინათინ ახვლედიანი
დაპოსტა 2019/12/18-ში
მთავარი, საზოგადოება ა
გაზიარება

„ ახლაც თვალწინ მიდგას მისი დიდი ლურჯი ბრიალა თვალები, სავსე სიხარულით“, – სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკას გარდაცვალებას მისი  პირველი მასწავლებელი მარიამ მერკვილაძე გამოეხმაურა.

როგორც მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს, მის მეხსიერებაში ლუკა ისეთივე პატარა და მოციმციმე დარჩება, როგორც წლების წინ, პირველად ნახა.

“ყველასთვის შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა. მათ, ვინც ცოტა ხნით, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეხვედრია ლუკას, ეს ამბავი კიდევ უფრო მძიმეა. ეს იყო წლების წინ. მაშინ, ლუკა მხოლოდ 6 წლის იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაკოფსილი ცხვირი, მისი დიდი ლურჯი ბრიალა თვალები, სავსე სიხარულით, აღტაცებით, სიცოცხლის წყურვილით. ახლაც შენახული მაქვს მისი წერილები, ნახატები და ხშირად მათში გახვეული შოკოლადები, რომლებსაც ხან გაკვეთილის დაწყებამდე მახვედრებდა და მორცხვად ამომხედავდა, ხან კი სახლში მატანდა. მე და ლუკამ ცოტა ხნით ვიმეგობრეთ და ვიმუშავეთ ერთად, ალბათ, სულ რამდენიმე თვით, მაგრამ ის ჩემი პირველი მოსწავლე იყო, პირველი ანთებული გული და ნამდვილი ვარსკვლავი. წლები გადის და სოციალურ ქსელში ვაწყდები ბავშვის სურათს, რომლის ის ბავშვური სახე, დიდ ბრიალა თვალები კვლავ თვალწინ მიდგება და მისი ყოველი სიხარული, სიცილი, თვალების ეშმაკური ციმციმი და მისი გულებით აჭრელებული წერილები კვლავ მიტივტივდება მეხსიერებიდან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს რა ტკივილია, დაინახო მოსწავლე, რომელსაც სულ პაწაწინას შეხვდი და შენს მეხსიერებაში სულ ასეთი დარჩა და რომელზეც უდიდეს იმედს ამყარებდი, რომ ის ბედნიერებას იპოვიდა, ნათელი მომავალი ექნებოდა და სამყაროსაც კი შეცვლიდა თავისი სინათლით. ის კი ახლა სულ სხვა სამყაროშია. იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი. ჩვენი სამყარო კი ნამდვილად შეძრა და შეცვალა. #ამცხოვრებისდედაც”, – წერს ლუკას პირველი მასწავლებელი.

გაზიარება104
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

იანვარი 26, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist