LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან” – ნინო ლომჯარია ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

დაპოსტა 2020/02/04-ში
69
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დროულ პრევენციაზე, შესაბამისად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში არ იცვლება. ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში პრობლემურია არასრულწლოვნების თუნდაც ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.

განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და მხარდამჭერი პროგრამები, რაც უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველ ინფრასტრუქტურულ პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს უსაფრთხო, სტაბილური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ასევე, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად განახორციელონ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რისკები, საჭიროებები და უზრუნველყოფილი იყოს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ეფექტური, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული დაცვა.

„ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საჭიროებები, გადაიხედოს სოციალური პროგრამების ეფექტურობა და მათი შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, მოცემულ პროცესში აქტიურად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გამოცდილება.

სახალხო დამცელი აღნიშნულ პრობლემაზე მრავალი წელია საუბრობს საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში. დღეს ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
62
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails

სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

თებერვალი 7, 2026
2.5k
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. ღამის პირველი საათი და 46 წუთი – სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანი, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

თებერვალი 7, 2026
304
მთავარი

ბათუმში, 6 თებერვალს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი,ალექსანდრე მამალაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდიდან გადავარდა. წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში შეუძლია საპენსიო დანაზოგის ნაადრევად გამოტანა

თებერვალი 7, 2026
26
მთავარი

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.   კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა...

დაწვრილებითDetails

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

თებერვალი 7, 2026
23
მთავარი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – 16 წლის ბიჭი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

თებერვალი 7, 2026
9
მთავარი

ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან 16 წლის ბიჭი გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა...

დაწვრილებითDetails

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა

თებერვალი 7, 2026
95
მთავარი

ხადას ხეობაში ტურისტი ზვავმა ჩაიტანა. საბედნიეროდ ტურისტმა მაშველებთან დაკავშირება შეძლო. გუდაურის სამაშველო ჯგუფმა ადგილზე დროულად მისვლა შეძლო და ტურისტი უსაფრთხოდ ამოიყვანა.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».