,,დღეს თურმე ერთი პოლიტიკოსი მეორეზე ჭორაობს – ნარკოტიკი ქალმა გაასინჯაო და ა.შ. კიდევ ერთი პოლიტიკოსი თავისი წინასაარჩევნო პროგრამის მაგვირად შარდის ანალიზის ლაბორატორიულ პასუხს აწებებს სახეზე ამომრჩეველს.
სუსის თვალთვალის მასალები ავლენს, რომ ეკლესია რუსული სპეცსამსახურების ფილიალად აქციეს.
ქალაქში მოსახლეობის იმუნიზაციაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე მიმართული ბანერები ტოქსიკური პოლიტიკური კარიკატურებით გადაფარეს.
რომელი ერთი. ამას ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ (დანახვა და გაგონებაც არ მინდა, არა თუ გახსენება), რომ ამ დღეებში ვირალურად ზიარდება ქალის ფოტო, რომელიც ქუჩის ინცინდენტში ერთ პოლიტიკოსს მეორისგან იცავდა.
სპეციალურად არ ვაზიარებ, იმიტომ რომ დაცინვის ობიექტი გახდა და არ არის ეს სწორი. ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ:
სინამდვილეში – ეს ქალი ახლა მთელი ჩვენი საზოგადოების სახეა. იმ საზოგადოების სახეა, რომელიც რაღაც შემზარავს ხედავს.
კოლექტიური ემოცია გამოიტანა ამ ქალმა = შიში – კოვიდის, ეკონომიკური უკუსვლის, ანტიდემოკრატიული პროცესების, აწმყოსი, მომავლის. საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა იმას, კობახიძეს იცავს მელიასგან თუ მელიას კობახიძისგან, ფაქტია რომ ჩვენი საზოგადოების სარკეა მისი სახე.
შესაძლოა, ვერც აცნობიერებს, რომ შიში, დამცირება, გაბრაზება – ეს ყველაფერი რასაც განიცდის – იმ ტოტალური დაუცველობიდან მოდის რაც ქვეყანაში გამეფდა უკანასკნელ წლებში.
ბოსხის და მუნკის ჟანჟრში ვცხოვრობთ ჩვენ ყველანი, უბრალოდ მაგან კამერებს აჩვენა ჩვენი სახე და ეგ არის.
ამიტომ გახდა ასეთი ვირალურიც – ყველა პოსტავს, იმიტომ რომ ემოციურად რეზონირებს.”-წერს ფსიქოლოგი ჯანა ჯავაზიშვილი