,,მოკვლით მემუქრებოდნენ. იმის გამო, რომ გამოძიება არ იყო ეფექტური, სწორედ ამიტომაც მოხდა ეს ამბავი. იქნებ ამ საქმით მაინც დაინტერესდეს პროკურატურა და დაადგინოს, ვინ არიან ეს პირები, ვინც მემუქრებიან.
ავტომობილს ორმაგი დამცავი მინა ჰქონდა, მინები ჩაიმსხვრა და ჩემი ძმა გადარჩა. მან დამირეკა და მერე მივედი ადგილზე. მანქანით, რომლითაც ჩემი ძმა მგზავრობდა, მე დავდიოდი და მკვლელებს მე ვეგონე, ჩემი აფეთქება უნდოდათ. ძალიან ძლიერი აფეთქება იყო. ვხვდები, ვინ არიან ეს ადამიანები, თუ ასე გაგრძელდა, სიკვდილის წინ დავწერ წერილს და იქ ყველაფერს მოვყვები. ეს უკვე მესამე შემთხვევაა” – ამბობს გავრცელებულ ინფორმაციაში ენზელ მკოიანი.