„ჩვენთვის ფულის შენახვა ძალიან ძნელია. მარტო დახმარების ფულით სახლი ვერ ავაშენეთ. შეშა გვინდა ზამთარში, საქონელს თივა უნდა. ამის გამო ჩემი ქმარი სამუშაოდ ვეღარ გადიოდა.
ამ წელს გავიდა, იქნებ რაღაცა ვიყიდოთო. იქნებ ბლოკი მაინც ვიყიდოთ და მომავალ წელს დავამატოთო. იქნებ ბლოკის ფული მაინც შევაგროვოთ. ერთი-ორი ოთახი გვინდა, სამზარეულოს ჩათვლით – სამი. ასე ვაპირებთ და არ ვიცი, ღმერთის ნებაა“ – ამბობს შორენა ჭიკაიძე.
ქოხი ერთხელ უკვე დაეშალათ, როგორღაც ისევ შეაკოწიწეს და 80 წლის ეთერ ანთაური ისევ იმედის ამარა ცხოვრობს.
„დარჩა და დარჩა სახლი ოცნებად… ჩვენი ცხოვრება წავიდა. ვეღარ შევძელით, რომ წესიერი ცხოვრება გვქონდეს. სიბერის დროს ვიძახი, ნეტა სახლი იყოს, რომ წესიერად მაინც ვიყო-მეთქი. მაგრამ რა… არაფერი“, – ამბობს ეთერ ანთაური.
მაღაროსკარის ერთადერთი სკოლა გიას, ალიკას, მარიამისა და დათუას ქოხიდან 18 კილომეტრშია. ბაღში არასდროს უვლიათ. დედას სჯერა, რომ მათ კარგი ცხოვრება ექნებათ. ახლა მთავარია სახლი ჰქონდეთ….
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამათ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ჩემი შვილებით ვარსებობ, ვცხოვრობ. თუ რამეს ვაკეთებ, ამათ გულისთვის ვაკეთებ. თითოეული მათგანი მინდოდა და გავაჩინე. გავზარდე სიყვარულით. იმედია, ღმერთი კარგ მომავალს მისცემს და კარგი ცხოვრება ექნებათ. მეამაყებიან…“, – ვრცლად ნახეთ შორენა ჭიკაიძის რეპორტაჟი ევრონიუსიდან .