დიდ ბრიტანეთში სახლიდან გაქცეული 5 წლის ბიგლის სახელად ბონი ძაღლების გამოფენაზე მოხვდა და საპრიზო ადგილი დაიკავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფელბრიჯში გამართულ გამოფენაზე ძაღლი კაცმა მიიყვანა, რომელმაც ის გზაზე იპოვა. ბონიმ მესამე ადგილი დაიკავა კატეგორიაში „საუკეთესო მაშველი ძაღლი“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბონი სახლიდან 10 ივლისს გაიქცა, იმავე დღეს ის ჯონ უილმერმა იპოვა, რომელიც თავის ორ ძაღლთან ერთად მეზობელ ქალაქში, გამოფენაზე მიემართებოდა.
„ისეთი საყვარელი იყო, ვიფიქრე, ცუდი არ ექნებოდა, რომ წამეყვანა. გამოფენაზე ცოტა გვაგვიანდებოდა, მაგრამ ბონი მანქანაში მაინც ჩავისვით. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში დავწერე“, – განაცხადა უილმერმა.
მალევე მისი პოსტი ბონის პატრონმა ნახა, ის უილმერს დაუკავშირდა და გამოფენის შემდეგ ძაღლი სახლში დაბრუნდა.