LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართავს

სახალხო დამცველი კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართავს

დაპოსტა 2019/09/18-ში
A A
82
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.

„საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს“, – აღნიშნულია განცხადებაში

თეგები: პრეზიდენტისახალხო დამცველიშეწყალება
გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

იტალიაში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

იტალიაში, მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კალაბრიაში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მთავარი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი დამენია დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო, სენაკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"