თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 10-მდე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ისინი დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობისა და მერიის იმედად არიან დარჩენილი. გამგეობა დაზარალებულებს 300 ლარის ოდენობით ქირის გადახდას დაპირდა, თუმცა მათი თქმით, ეს თანხა ალტერნატიული ფართის საკმარისი არაა.
ავარიულ სახლში დევნილები, სოციალურად დაუცველები და ვეტერანები ცხოვრობდნენ.