საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული ინფექციით სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა ინფექციონისტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლე, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაიმფიცირდა.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
imedinews.ge