საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.
ერთი პაციენტი დღეს ქუთაისიდან გადაიყვანეს. ის ე.წ. ცხელების ცენტრში კარანტინიდან შევიდა, მას საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის მკვიდრია და ამჟამად მკურნალობას საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ პალატაში გადის.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დამაკმაყოფილებელია ცენტრის ექიმის მდგომარეობაც, რომელსაც კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. მას განმეორებით ანალიზს აუღებენ და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, კლინიკიდან გაწერენ. ამ დროისთვის ცენტრში საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ.
RUSTAVI2.GE