8 წლის კონსტანტინე რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც დეიდა წერს ის კანადის მოქალაქეა და ბავშვის გადასვენებას დიდი თანხები სჭირდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს:
“ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა, ჩემი დისშვილი კონსტანტინე, ჩვენი wonder boy, ჩვენი space wanderer აღარ გვყავს! ყოველთვის ცის ბიჭი იყო და გამოეკერა ცას, შეუერთდა მანათობელი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს არც მჯერა ამ პოსტს რომ ვწერ. კონსტანტინე კანადის მოქალაქეა და ტრაგიკულად დაგვეღუპა საქართველოში სტუმრობის დროს… ჩვენი პატარა ანგელოზის გადასასვენებლად და კანადაში დასაკრძალად დიდი თანხებია საჭირო… გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანთ ოჯახის მდგომარეობას, გააზიარეთ პოსტი… გმადლობთ ” – წერს დეიდა სოციალურ ქსელში.
“ძვირფასო მეგობრებო და საზოგადოებავ, დამძიმებული გულით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი კონსტანტინეს გარდაცვალების გამანადგურებელ ამბავს.
ორშაბათს, 8 ივლისს, 2024 წელს, დედასთან და პატარა ძმასთან ერთად საქართველოში არდადეგებზე მყოფი კონსტანტინე მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
კონსტანტინემ გასულ კვირას 8 წლის იუბილე აღნიშნა. ის იყო ბედნიერი, აქტიური, ნათელი, კეთილი და საყვარელი პატარა ბიჭი, რომელსაც ყველა აღმერთებდა. ტკივილი, რომელსაც მისი მშობლები განიცდიან ამ დანაკარგის გამო, გაუსაძლისია. ამ რთულ პერიოდში კონსტანტინეს მშობლებს ფინანსური დახმარება სჭირდებათ ბავშვის ნეშტის საქართველოდან კანადაში ტრანსპორტირებისა და სათანადო დაკრძალვის მოწყობის ხარჯების დასაფარად.
თითოეული ადამიანის დახმარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით გავერთიანდეთ, როგორც საზოგადოება, რათა პატივი მივაგოთ კონსტანტინეს ხსოვნას და შევუმსუბუქოთ ოჯახს მძიმე ტვირთი. წინასწარ გიხდით მადლობას სიკეთისა და თანაგრძნობისთვის” – ნათქვამია გავრცელბულ ინფორმაციაში.
www.gofundme.com – ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახს და ჩარიცხოთ თანხა.