„საყდრისის კომიტეტი“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ სვანეთში ლახუშდის ტაძარში (ლატალის თემი) დაცული შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ხატის რესტავრაცია არ ყოფილა შეთანხმებული სპეციალისტებთან და სვანეთის მუზეუმთან.
მათივე ცნობით, ფოტოებიდან ჩანს, რომ ადგილი აქვს ხატის არა აღდგენა-შენარჩუნებას, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფას.
„საყდრისის კომიტეტი” მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტების შესწავლა.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა სვანეთში ლახუშდის ტაძარში (ლატალის თემი) დაცული „რესტავრირებული” შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ხატის ფოტოები.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ხატის რესტავრაცია არ ყოფილა შეთანხმებული სპეციალისტებთან და სვანეთის მუზეუმთან.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ადგილი აქვს ხატის არა აღდგენა-შენარჩუნებას, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ლახუშდის ხატის „რესტავრაცია” პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსს ფაქტებს ადრეც ჰქონია ადგილი და მიუხედავად სპეციალისტების მონდომებისა სვანეთში დაცული სიწმინდეების მოვალა-პატრონობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
„საყდრისის კომიტეტი” მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტების შესწავლა და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება მომავალში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით“,-აღნიშნავს „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში და ფოტომასალას ავრცელებს.