საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერებს, იმერეთის სტატისტიკის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქსტატის მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა.
”მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
საქსტატი გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.” – აცხადებენ საქსტატში.
შეხვედრა 19 თებერვალს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართა.