შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ” – ნათქვამია დაცვის კომპანია ალგანი ინფორმაციაში, რომელსაც IPN ავრცელებს.
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამია, რომ რუსთავში დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკანონო საქმიანობს ალგანი-ს ოფისში ეწეოდნენ.
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...










