LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 4, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

საქართველო 0 სიკვდილი – კორონავირუსისგან გენეტიკური პოპულაცია გვიცავს – რას ამკტიცებს ქართველი მეცნიერი

დაპოსტა 2020/04/03-ში
გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე სპეციალურ ბლოგს აქვეყნებს, სადაც თავისებურ ახსნას უძებნის იმ ფაქტს, რომ საქართველოში კორონავირუსი ფართოდ არ გავრცელებულა. .

სოციოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი გიგი თევზაძე კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიასაც მიმოიხილავს და იმ ვერსიებსაც, რომ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიას სხვადასხვა ტერიტორიებზე ტემპერატურების სხვაობა განსაზღვრავს.

ფაქტია, რომ კორონავირუსის რუკაზე აშკარად ჩანს მისი კონცენტრირება გარკვეულ ტერიტორიებზე და ის, რომ დედამიწის ზოგიერთ ადგილზე, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში ის ნაკლებად არის გავრცელებული. თუმცა გიგი თევზაძე ამ განსხვავებას და ვირუსის არათანაბარ გავრცელებას არა კლიმატით ან სხვა გარემოებებით, არამედ გენეტიკით ხსნის.

გიგი თევზაძე წერს:

“ყველაზე უცნაური ჩემთვის იტალიის სურათია: მისაღები ამბავია, რომ ჩინელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ/მუშაობენ ბერგამოში, რომ იყო ბევრი ტურისტი, მაგრამ, მაინც გაუგებარია დღევანდელი სურათი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ იტალიაში დაავადების დიდი წილია კონცენტრირებული, ხოლო, რაც უფრო მიდიხართ სამხრეთისკენ, დაავადების კვალი სულ უფრო და უფრო მცირდება:

ჩემთვის ასევე რთული ასახსნელია საქართველოს ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევადა ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევები სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მიუხედავად იმისა, უმეტესობა მოწოდებულია ქართული ვირუსის საქმე ექიმების და მთავრობის ოპერატიულობით ახსნას, მე არ მჯერა საზღვრის ჩაკეტვის ეფექტურობის, მით უმეტეს, რომ ვიცით, რომ უკონტროლო შემოსვლის შემთხვევები იყო. თანაც, პანდემიიის პირველ დღეებში საზღვარი ისე არ კონტროლდებოდა, როგორც ახლა. ასევე, საქართველო არც ჩინელი მომუშავეების ნაკლებობას უჩიოდა, რკინიგზის ხაზების მშენებლობისას, და არც ჩინური მრეწველობის პროდუქციას.

მაღალი ტემპერატურა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა, შესაძლებელია, ხსნიდეს ვირუსის შედეგებში განსხვავებას, მაგრამ არა სრულად: მაგალითად, ეს არ ხსნის რუსეთის ვითარებას, საიდანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმციაა, ხოლო დანამდვილებით ვიცით ის, რომ კარანტინის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება, არც ბელორუსიის ვითარებას, არც შვედეთის ვითარებას დ ა.შ.

ამ ფონზე საქართველო 0 სიკვდილით, სომხეთი და აზერბაიჯანი 3 და 4 სიკვდილით, ავღანეთი 4 სიკვდილით და 120 შემთხვევით, ირანის გარშემო, რომელსაც 38000 შემთხვევა და 2600 სიკვდილი აქვს, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

ამიტომ, ხომ არ არის რაიმე სხვა სხვაობა ამ ქვეყნებს/ხალხებს შორის, რომელიც ვირუსის ასეთ არათანაბარ შედეგებს განაპირობებს?

განსხვავება მართლაც არის, და ეს არის G ჰაპლოჯგუფის (ჰაპლოჯგუფი – არის ადამიანების გენეტიკური პოპულაციის ჯგუფი, რომლებიც იზიარებენ საერთო წინაპარს დედის ან მამის ხაზით. G ჰაპლოჯგუფი Y ქრომოსომის ჰაპლოჯუფია) გავრცელების რუკა:

როგორც ხედავთ, G ჰაპლოჯგუფის გავრცელების რუკა დაახლოებით ემთხვევა ვირუსის ე.წ. ადვილი შემთხვევების რუკას. თუმცა, ეს ეს რუკა არ არის ზუსტი, რადგან, გენეტიკური კვლევისას მასალის აღება არ ხდება ისეთი რეპრეზენტატიული სიზუსტით, როგორც მაგალითად, შინამეურნეობის კვლევისას, და მეორეც – პირდაპირ ჰაპლოჯგუფიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმსჯელო ადამიანების ჯგუფის ამა-თუ-იმ თვისებაზე ან იმუნიტეტზე.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნების დონეზე G ჰაპლოჯგუფის ყველაზე დიდი კონცენტრაცია საქართვლოშია (30-40%), ეთინკური და სუბ-ეროვნული ჯგუფების დონეზე – საქართველოს დასავლეთში და ასევე, ჩრდილო-დასავლეთის კავკასიაში. სომხეთში – 11%ია, აზებრბაიჯანში – 18%. ავღანეთში – ჰაზარებში ძალიან მაღალი პროცერნტია, როდესაც მათ მეზობლად – პაკისტანში – 3%მდე.

ხედვის ასეთი კუთხე საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იტალიის შესახებ: იტალიის ჩრდილოეთში G ჰაპლოჯგუფის წილი 3%მდეა, როდესაც სამხრეთში ეს წილი 10%-ს აღწევს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგროვებული ინფორმაცია სტატისტიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, მხოლოდ მიახლოებითად და დიდი სიფრთხილით შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე დასკვნებზე და გამომდინარეობებზე.

მაგრამ, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებისათვის, რომლებიც 26 000 წელია რეგიონში სახლობენ და ზოგიერთი ვერსიით, ამ რეგიონში წარმოიშვნენ კიდეც, COVID-19 ვირუსი არ არის პირველი ეპიდემია, რომელთანაც მათ მოუწიათ შეხვედრა. ისევე როგორც დღეს, 26 000 წლის განმავლობაშიც შესაძლებელია ეპიდემია ჩინეთიდან გავრცელებულიყო – ყველაზე ოპტიმალური გზა დასავლეთისკენ მაშინ ცენტრალურ კავკასიაზე გადიოდა: ერთ-ერთი ვერსიით, რომ შავი ჭირის ეპიდემია (ბაქტერიული, არა ვირუსული, მაგრამ მაინც), რომლემაც 1346-1352 წლებში 25 მილიონი ევროპელი შეიწირა, ჩინეთი-ცენტრალური კავკასია-შავი ზღვის გზით გავრცელდა. ამიტომ, ასევე შესაძლებელია, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებს აქვს სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელიც მსგავსი ვირუსების გავრცელებას წარმატებით ეწინააღმდეგება. და ასევე, შესაძლებელია, რომ ამ იმუნიტეტის გამომუშავება-ფლობამ გადააქცია ისინი დომინანტურ ჰაპლოტიპურ ჯგუფად ცენტრალურ კავკასიაში (ანუ, სხვა ჰაპლოჯგუფის წევრები ეპიდემიებმა დახოცა). მით უმეტეს, საქართველოს დასავლეთის სუბ-ეროვნული ჯგუფები ცნობილები არიან მალარიასთან და ჭაობის ციების წინაამღდეგ გამომუშავებული იმუნიტეტით.

ჰაბლოტიპის გავრცელების რუკა 26000 წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიშვა, თუმცა ყველა მკვლევარი უთითებს მის წარმოშობის ადგილად ჩრდილო კავკასიის და ანატოლიის შუა მდებარე რეგიონს.

ასე რომ, მართალია, ამას შემდგომი ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ, შესაძლებელია დასაწყისისთვის, ძალიან ფრთხილად ვივიარაუდოთ, რომ G ჰაბლოჯგუფით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში ვირუსის ნაკლები და ნაკლებად ტრაგიკული გავრცელებაა, ვიდრე იქ, სადაც ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.

ეს საკმაოდ უხეში რუკაა, და ჰაპლოჯგუფების გავრცელების მთელ რიგ მცირე ნიუანსებს არ ითვალისწინებს. მაგრამ, რომ დააკვირდეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიის სირთულე-სიიოლე თითქმის ემთხვევა ჰაპლოჯგუფების განაწილებას: R1b ჰაპლოჯგუფისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგები მძიმეა (იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, კანადა…), და ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ, სადაც ჯერ არ არის ვირუსი გავრცელებული, მძიმე შედეგები ექნება. მონღოლეთში და ყაზახეთში თითქმის ერთნაირი მსუბუქი სურათია, საქართველოში და ჩრდილო კავკასიის ნაწილში სურათი განსხვავებულია, ასევე, სიიოლის თვალსაზრისით. იაპონიაში სხვა სურათი უნდა იყოს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ასევე – აფრიკაშიც პანდემიის სხვა სურათს უნდა ველოდოთ. ცხადია, ამას ერთვის ტემპერატურული სხვაობები, რომლებიც ამძაფრებენ/არბილებენ ვირუსის ზემოქმედებას და შესაძლებელია, კიდევ ბევრი სოციო-ბიოლოგიური ფაქტორი. ამ სურათით სავარაუდოთ გასაგებია, რატომაა რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა სლავურ ქვეყნებში ნაკლები სიკვდილიანობა. სავარაუდოთ, ვიმეორებ.

არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ხსნის ვირუსის გავრცელება-არგავრცელებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბედნიერი/უბედური შემთხვევების უკან უფრო ასეთი განაწილება უნდა იდგეს, ვიდრე დღეს შემოთავაზებული ‘წინდახედულიქვეყნები versus წინდაუხედავი ქვეყნების ამბავი.

ისევ ვამბობ, ჰაპლოჯგუფები დაჯგუფების მოხერხებული ხერხია (ჰმ, ტავტოლოგია), და რაღაც ანტი-ვირუსული იმუნიტეტის არსებობა შეიძლება ადვილად ავხსნათ ჩინეთთან, როგორც პანდემიების ისტორიულ და პრე-ისტორიულ სამშობლოსთან სიახლოვე-სიშორით და ასევე, კონკრეტული ხალხების კონკრეტულ ტერიტორიებზე ცხოვრების ისტორიულ-პრეისტორიულ განგრძობითობასთან კავშირით”, – წერს გიგი თევზაძე.
სრული ვერსიის ნახვა criticallog.org

გაზიარება2457

დაკავშირებული -პოსტები

გელათში ცვენის პროცესს ვერაფერის აჩერებს – რა ვიდეოს ავრცელებს “ევროპა ჩვენი სახლია”

ოქტომბერი 4, 2023
33
მთავარი

"გელათში ცვენის პროცესს ვერაფერის აჩერებს - გელათის საპატრიარქოსთვის გადაბარებიდან 7 თვის თავზე, ფერწერის მდგომარეობა დინამიურად მძიმდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" წერს და სამონასტრო კომპლექსში...

დაწვრილებით

„პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“ – არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ოქტომბერი 4, 2023
5
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად...

დაწვრილებით

სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 4, 2023
23
მთავარი

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ - სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა,...

დაწვრილებით

მოძალადე ბავშვებიდან ერთ-ერთი მათგანი სასულიერო პირის შვილია-ელისო კილაძე

ოქტომბერი 4, 2023
72
მთავარი

მოძალადე ბავშვების ვინაობა ბუბა ჩივაძემ გაარკვია. ერთ ერთი მათგანი სასულიერო პირის შვილია. ხუთიდან ოთხი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე.@ მათი მეგობარი(გვარს არ დავწერ)წუხელ ასევე ითხოვდა ვიდეოს აღებას ! ახლა გასაგებია ,რატომ ნერვიულობდა...

დაწვრილებით

შაქრის ფასი გაიზარდა – ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად

ოქტომბერი 4, 2023
27
ეკონომიკა

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასები, დაახლოებით, 30%-ითაა გაზრდილი. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" აქვეყნებს. 4 ოქტომბერს 1 ფუნტი (0.45 კგ) შაქრის ფასი ბირჟაზე 25.7 ცენტს შეადგენს. აღსანიშნია, რომ შაქრის გაძვირება პანდემიურ...

დაწვრილებით

ქეიფობდნენ, შელაპარაკება მოუხდათ – კაცმა თანასოფლელი მოკლა

ოქტომბერი 4, 2023
96
მთავარი

მკვლელობა ყვარელში. შემთხვევა სოფელ ჭიკაანში მოხდა. გარდაცვლილია 47 წლის მამაკაცი. ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა პოლიციელმა, თანასოფლელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდნენ, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ. შელაპარაკების დროს მამაკაცმა,...

დაწვრილებით

მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნა აალ­და – ვინ არიან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები

ოქტომბერი 4, 2023
411
მთავარი

ყვა­რელ­ში ავა­რი­ას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 22 წლის დაკო აბ­რა­მიშ­ვი­ლი და 34 წლის ბექა ძირ­კვა­ძე ემსხვერ­პლნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დაკო ყვარ­ლი­დან იყო, ბექა კი კრწა­ნის­ში ცხოვ­რობ­და....

დაწვრილებით

ამოღებული იქნება ქსელებიდან – რას აცხადებს სს წყალი მარგებელი რუსულ ეტიკეტთან დაკავშირებით

ოქტომბერი 4, 2023
17
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო მასალას, სადაც სს წყალი მარგებელის პროდუქციაზე რუსული ეტიკეტია, კომპანია ეხმაურება. როგორც წყალი მარგებელის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის, 7776 ცალი ბახმაროს ბოთლი...

დაწვრილებით

გურიაში 150-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ოქტომბერი 4, 2023
40
მთავარი

გურიაში, გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდებიან. ძლიერი წვიმების შედეგად, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დაზიანდა გზები. ადიდებულმა მდინარემ, სოფლებში ხორეთსა და ქვემო მამათში დროებითი ხიდები წაიღო,...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ოქტომბერი 4, 2023
78
ამინდი

4 ოქტომბერს ქუთაისში +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
პოლიტიკა

რა უნდოდა ერეკლე კუხიანიძეს საოკუპაციო ხაზთან

დეკემბერი 18, 2019
210
მთავარი

სოფელ იანეთში მცხოვრებ 60 წლის  მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

მაისი 12, 2022
65
მთავარი

ორმოში ყრიდნენ თავიდან მოსაცილებლად | ძაღლების წამების ფაქტი თერჯოლაში (+ფოტო)

სექტემბერი 26, 2022
135





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!