LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველო 0 სიკვდილი – კორონავირუსისგან გენეტიკური პოპულაცია გვიცავს – რას ამკტიცებს ქართველი მეცნიერი

დაპოსტა 2020/04/03-ში
5.2k
ნახვა
გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე სპეციალურ ბლოგს აქვეყნებს, სადაც თავისებურ ახსნას უძებნის იმ ფაქტს, რომ საქართველოში კორონავირუსი ფართოდ არ გავრცელებულა. .

სოციოლოგი და ფილოსოფოსი, პროფესორი გიგი თევზაძე კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიასაც მიმოიხილავს და იმ ვერსიებსაც, რომ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიას სხვადასხვა ტერიტორიებზე ტემპერატურების სხვაობა განსაზღვრავს.

ფაქტია, რომ კორონავირუსის რუკაზე აშკარად ჩანს მისი კონცენტრირება გარკვეულ ტერიტორიებზე და ის, რომ დედამიწის ზოგიერთ ადგილზე, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში ის ნაკლებად არის გავრცელებული. თუმცა გიგი თევზაძე ამ განსხვავებას და ვირუსის არათანაბარ გავრცელებას არა კლიმატით ან სხვა გარემოებებით, არამედ გენეტიკით ხსნის.

გიგი თევზაძე წერს:

“ყველაზე უცნაური ჩემთვის იტალიის სურათია: მისაღები ამბავია, რომ ჩინელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ/მუშაობენ ბერგამოში, რომ იყო ბევრი ტურისტი, მაგრამ, მაინც გაუგებარია დღევანდელი სურათი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ იტალიაში დაავადების დიდი წილია კონცენტრირებული, ხოლო, რაც უფრო მიდიხართ სამხრეთისკენ, დაავადების კვალი სულ უფრო და უფრო მცირდება:

ჩემთვის ასევე რთული ასახსნელია საქართველოს ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევადა ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევები სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მიუხედავად იმისა, უმეტესობა მოწოდებულია ქართული ვირუსის საქმე ექიმების და მთავრობის ოპერატიულობით ახსნას, მე არ მჯერა საზღვრის ჩაკეტვის ეფექტურობის, მით უმეტეს, რომ ვიცით, რომ უკონტროლო შემოსვლის შემთხვევები იყო. თანაც, პანდემიიის პირველ დღეებში საზღვარი ისე არ კონტროლდებოდა, როგორც ახლა. ასევე, საქართველო არც ჩინელი მომუშავეების ნაკლებობას უჩიოდა, რკინიგზის ხაზების მშენებლობისას, და არც ჩინური მრეწველობის პროდუქციას.

მაღალი ტემპერატურა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა, შესაძლებელია, ხსნიდეს ვირუსის შედეგებში განსხვავებას, მაგრამ არა სრულად: მაგალითად, ეს არ ხსნის რუსეთის ვითარებას, საიდანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმციაა, ხოლო დანამდვილებით ვიცით ის, რომ კარანტინის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება, არც ბელორუსიის ვითარებას, არც შვედეთის ვითარებას დ ა.შ.

ამ ფონზე საქართველო 0 სიკვდილით, სომხეთი და აზერბაიჯანი 3 და 4 სიკვდილით, ავღანეთი 4 სიკვდილით და 120 შემთხვევით, ირანის გარშემო, რომელსაც 38000 შემთხვევა და 2600 სიკვდილი აქვს, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

ამიტომ, ხომ არ არის რაიმე სხვა სხვაობა ამ ქვეყნებს/ხალხებს შორის, რომელიც ვირუსის ასეთ არათანაბარ შედეგებს განაპირობებს?

განსხვავება მართლაც არის, და ეს არის G ჰაპლოჯგუფის (ჰაპლოჯგუფი – არის ადამიანების გენეტიკური პოპულაციის ჯგუფი, რომლებიც იზიარებენ საერთო წინაპარს დედის ან მამის ხაზით. G ჰაპლოჯგუფი Y ქრომოსომის ჰაპლოჯუფია) გავრცელების რუკა:

როგორც ხედავთ, G ჰაპლოჯგუფის გავრცელების რუკა დაახლოებით ემთხვევა ვირუსის ე.წ. ადვილი შემთხვევების რუკას. თუმცა, ეს ეს რუკა არ არის ზუსტი, რადგან, გენეტიკური კვლევისას მასალის აღება არ ხდება ისეთი რეპრეზენტატიული სიზუსტით, როგორც მაგალითად, შინამეურნეობის კვლევისას, და მეორეც – პირდაპირ ჰაპლოჯგუფიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმსჯელო ადამიანების ჯგუფის ამა-თუ-იმ თვისებაზე ან იმუნიტეტზე.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნების დონეზე G ჰაპლოჯგუფის ყველაზე დიდი კონცენტრაცია საქართვლოშია (30-40%), ეთინკური და სუბ-ეროვნული ჯგუფების დონეზე – საქართველოს დასავლეთში და ასევე, ჩრდილო-დასავლეთის კავკასიაში. სომხეთში – 11%ია, აზებრბაიჯანში – 18%. ავღანეთში – ჰაზარებში ძალიან მაღალი პროცერნტია, როდესაც მათ მეზობლად – პაკისტანში – 3%მდე.

ხედვის ასეთი კუთხე საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იტალიის შესახებ: იტალიის ჩრდილოეთში G ჰაპლოჯგუფის წილი 3%მდეა, როდესაც სამხრეთში ეს წილი 10%-ს აღწევს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგროვებული ინფორმაცია სტატისტიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, მხოლოდ მიახლოებითად და დიდი სიფრთხილით შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე დასკვნებზე და გამომდინარეობებზე.

მაგრამ, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებისათვის, რომლებიც 26 000 წელია რეგიონში სახლობენ და ზოგიერთი ვერსიით, ამ რეგიონში წარმოიშვნენ კიდეც, COVID-19 ვირუსი არ არის პირველი ეპიდემია, რომელთანაც მათ მოუწიათ შეხვედრა. ისევე როგორც დღეს, 26 000 წლის განმავლობაშიც შესაძლებელია ეპიდემია ჩინეთიდან გავრცელებულიყო – ყველაზე ოპტიმალური გზა დასავლეთისკენ მაშინ ცენტრალურ კავკასიაზე გადიოდა: ერთ-ერთი ვერსიით, რომ შავი ჭირის ეპიდემია (ბაქტერიული, არა ვირუსული, მაგრამ მაინც), რომლემაც 1346-1352 წლებში 25 მილიონი ევროპელი შეიწირა, ჩინეთი-ცენტრალური კავკასია-შავი ზღვის გზით გავრცელდა. ამიტომ, ასევე შესაძლებელია, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებს აქვს სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელიც მსგავსი ვირუსების გავრცელებას წარმატებით ეწინააღმდეგება. და ასევე, შესაძლებელია, რომ ამ იმუნიტეტის გამომუშავება-ფლობამ გადააქცია ისინი დომინანტურ ჰაპლოტიპურ ჯგუფად ცენტრალურ კავკასიაში (ანუ, სხვა ჰაპლოჯგუფის წევრები ეპიდემიებმა დახოცა). მით უმეტეს, საქართველოს დასავლეთის სუბ-ეროვნული ჯგუფები ცნობილები არიან მალარიასთან და ჭაობის ციების წინაამღდეგ გამომუშავებული იმუნიტეტით.

ჰაბლოტიპის გავრცელების რუკა 26000 წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიშვა, თუმცა ყველა მკვლევარი უთითებს მის წარმოშობის ადგილად ჩრდილო კავკასიის და ანატოლიის შუა მდებარე რეგიონს.

ასე რომ, მართალია, ამას შემდგომი ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ, შესაძლებელია დასაწყისისთვის, ძალიან ფრთხილად ვივიარაუდოთ, რომ G ჰაბლოჯგუფით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში ვირუსის ნაკლები და ნაკლებად ტრაგიკული გავრცელებაა, ვიდრე იქ, სადაც ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.

ეს საკმაოდ უხეში რუკაა, და ჰაპლოჯგუფების გავრცელების მთელ რიგ მცირე ნიუანსებს არ ითვალისწინებს. მაგრამ, რომ დააკვირდეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიის სირთულე-სიიოლე თითქმის ემთხვევა ჰაპლოჯგუფების განაწილებას: R1b ჰაპლოჯგუფისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგები მძიმეა (იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, კანადა…), და ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ, სადაც ჯერ არ არის ვირუსი გავრცელებული, მძიმე შედეგები ექნება. მონღოლეთში და ყაზახეთში თითქმის ერთნაირი მსუბუქი სურათია, საქართველოში და ჩრდილო კავკასიის ნაწილში სურათი განსხვავებულია, ასევე, სიიოლის თვალსაზრისით. იაპონიაში სხვა სურათი უნდა იყოს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ასევე – აფრიკაშიც პანდემიის სხვა სურათს უნდა ველოდოთ. ცხადია, ამას ერთვის ტემპერატურული სხვაობები, რომლებიც ამძაფრებენ/არბილებენ ვირუსის ზემოქმედებას და შესაძლებელია, კიდევ ბევრი სოციო-ბიოლოგიური ფაქტორი. ამ სურათით სავარაუდოთ გასაგებია, რატომაა რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა სლავურ ქვეყნებში ნაკლები სიკვდილიანობა. სავარაუდოთ, ვიმეორებ.

არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ხსნის ვირუსის გავრცელება-არგავრცელებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბედნიერი/უბედური შემთხვევების უკან უფრო ასეთი განაწილება უნდა იდგეს, ვიდრე დღეს შემოთავაზებული ‘წინდახედულიქვეყნები versus წინდაუხედავი ქვეყნების ამბავი.

ისევ ვამბობ, ჰაპლოჯგუფები დაჯგუფების მოხერხებული ხერხია (ჰმ, ტავტოლოგია), და რაღაც ანტი-ვირუსული იმუნიტეტის არსებობა შეიძლება ადვილად ავხსნათ ჩინეთთან, როგორც პანდემიების ისტორიულ და პრე-ისტორიულ სამშობლოსთან სიახლოვე-სიშორით და ასევე, კონკრეტული ხალხების კონკრეტულ ტერიტორიებზე ცხოვრების ისტორიულ-პრეისტორიულ განგრძობითობასთან კავშირით”, – წერს გიგი თევზაძე.
სრული ვერსიის ნახვა criticallog.org

გაზიარება2460

დაკავშირებული -პოსტები

თურქი ექიმის კიდე ერთი სასწაული – „დანტესი“ პირველ ფოტოებს აქვეყნებს

ოქტომბერი 14, 2025
7
მთავარი

ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. როგორც ფოტოგრაფი წერს, ლილიანას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დანტესი გულშემატკივრებს გოგონას პირველ ფოტოს უზიარებს. ცნობისთვის, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილს ოპერაცია თურქეთში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის

ოქტომბერი 14, 2025
7
მთავარი

საქართველოში ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთიდან არის. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს. კერძოდ, წელს სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.1 მლნ შეადგინა, აქედან 1 245...

დაწვრილებითDetails

გაოგნებული ვარ -სა­ბე­რი­ო­ში დაღუპული ბავშვების მამა მეუღლის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოქტომბერი 14, 2025
2.8k
მთავარი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ხუთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, ქრის­ტი და ვი­ტა­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბი, და­შორ­დნენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქრის­ტიმ სა­ჯა­როდ, სან­დრა ზო­ი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით გა­ახ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის...

დაწვრილებითDetails

„რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 35 წუთი დასჭირდება “ საქართველოს მთავრობა

ოქტომბერი 14, 2025
78
default
მთავარი

„რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად, 35 წუთი დასჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „უპრეცედენტო, საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის...

დაწვრილებითDetails

ქორწილის დღეს წვიმა ნიშანია ზეციდან – ეზოტერიკოსების მოსაზრება

ოქტომბერი 14, 2025
45
მთავარი

ქორწილი არის დღე, როდესაც ყველა დეტალი განსაკუთრებული მნიშვნელობითაა გაჟღენთილი და ზემოდან მომდინარე ნიშანს ჰგავს. და თუ ამ დღეს მოულოდნელად წვიმა დაიწყო, ბევრს უჩნდება კითხვა: რას ნიშნავს ეს ახალდაქორწინებულთა მომავალი ცხოვრებისთვის?...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მშენებლობა ისევ ძვირდება – მიზეზები

ოქტომბერი 14, 2025
19
მთავარი

2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.4 პროცენტით. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის...

დაწვრილებითDetails

ისაკო დევიძე თავისუფალია

ოქტომბერი 14, 2025
46
მთავარი

ისაკო დევიძე თავისუფალია . აქტივისტს 20 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.  "სალამი, მეგობრებო! გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! #ცეცხლიოლიგარქიას", - წერს ისაკო...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში სიღარიბე განახევრებულია” – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
34
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე განახევრებულია. „პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში....

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 14, 2025
231
მთავარი

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის...

დაწვრილებითDetails

ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა – იუსტიციის სამინისტრო

ოქტომბერი 14, 2025
21
მთავარი

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».