LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი

დაპოსტა 2020/03/26-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს – ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას და ყველას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„ეხლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით – იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის.

ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ ველოდებით სპეციალური ზომების მიღებას ეკონომიკის, ბიზნესისა და საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. ეს აუცილებლად ძალიან გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ ამ პროცესში ერთად ვიქნებით. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველო ის საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა. დიდი მადლობა“, – ამბობს ჰარცელი.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში, ოჯახი მამაკაცს ეძებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თბილისში, ოჯახი მამაკაცს ეძებს
მთავარი

თბილისში, ოჯახი მამაკაცს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას ანნი გიგანი ავრცელბს. დაიკარგა მამა სახლიდან გავიდა 17 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე ისანში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე. აცვია ზუსტად ფოტოზე აღნიშნული ტანსაცმელი. აქვს მეხსიერების...

დაწვრილებითDetails

უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
უმძიმესი ავარია მარნეული-თბილისის გზაზე
მთავარი

მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად მძღოლებმა და მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა – როგორია ფასები დღეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

ზოგიერთ ბენზინგასამართზე დიზელი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, 4 აპრილიდან დღემდე ზრდა 14 თეთრამდეა. შედეგად, 9 მარტიდან დღემდე დიზელის საწვავი მაქსიმუმ 94 თეთრით გაძვირდა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დიზელის ფასი სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს...

დაწვრილებითDetails

„სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაიცვალა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
„სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გარდაიცვალა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ემიგრანტი თამარ მღებრიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ემიგრანტი გარდაიცვალა, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე თამარ მღებრიშვილი. როგორი გული დამწყდა... როგორ იმედით იყავი, დარწმუნებული, რომ...

დაწვრილებითDetails

ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო. საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის...

დაწვრილებითDetails

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ჯამში 90 ძაღლიდან 14 მოკვდა- რა ხდება გურჯაანში
მთავარი

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰპასუხობს. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

 ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს  იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.  შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ. ფ. (მის: ბაღდათი, სოფელი ვარციხე) სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ სოფელ ზედა დიმში, მდინარე საკრაულაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

,,12 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა…“ – დააკავეს მძღოლი, რომელიც მოპედს დაეჯახა

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

შსს-ს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის განსაცდელში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"