ქუთაისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი იმყოფებოდა. პუგლისი ადგილზე იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხედრის მიზანს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საუბარი წარმოადგენდა. ღონისძება საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში გაიმართა.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება. მის მიზანი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
“ნატო მყარად დგას იმ წინადადებაზე რომ საქართველო გახდება ალიანსიის წევრი მაშინ როცა გარემოებები შესაბამისი იქნება . რა თქმა უნდა ნატო ძალზე მადლიერია საქართველოსი იმ მისიის გამო, რასაც თქვენი ქვეყანა უკვე წლებია ავღანეთში ასრულებს. იქ ამ ეტაპზე 170 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს ნატოს ჯარისკაცებთა ერთად და ჩვენ ძალზე მადლიერი ვართ იმ სამუშაოსა, რასაც ისინი ასრულებენ. კიდევ ერთი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ლეგიტიმურ სურვილს გახდეს ნატოს წევრი. პრაქტიკულ თანამშომლობაში კი სამხედრო კუთხით თანამშრომლობა იგულისხმება.” – განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისიმ