დონალდ ტრამპმის მიერ საქართველოში ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებებს დაემთხვა. ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ამ მოვლენათა შორის ერთგვარ კავშირს ხედავს და პოზიტიურად აფასებს. იგი თვლის, რომ ,,საქართველო-აშშ ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება.”
,, საინტერესოდ იწყება შემოდგომა ორშაბათიდან ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება – გიორგი გახარია.
ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დონალდ ტრამპმი საქართველოში ახალ ელჩს, მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატას, აგზავნის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი ელჩია, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში აგზავნის.
ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო ინტენსიური, საქმიანი და სიღრმისეული გახდება, ოპონენტების მცდელობის მიუხედავად მრუდე სარკეში წარმოაჩინონ მდგომარეობა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო-აშშ ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება.”-წერს ზაალ ანჯაფარიძე