„ომი უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, არის ინტერესი, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ეს ხელისუფლება იცავს მშვიდობას. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას, „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ეს ძალისხმევა არ შენელებულა და გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს ყველაფერი ეხება არჩევნების თემას, რადგან გადაწყვიტეს, რომ, წინასწარ გაყალბებებზე საუბრით, ძალადობრივი გზებით შეცვალონ არჩევნების შედეგები, რათა როგორმე მოხდეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...









