LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს (+ვიდეო)

საქართველოში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს (+ვიდეო)

დაპოსტა 2019/12/30-ში
A A
118
ნახვა
გაზიარება

სამართალდამცველებმა დეკემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ.

მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 68 შეკვრა „ჰეროინი“, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ 1970 წელს დაბადებულ ჰ.ჯ.-ს, ასევე, ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია:

31000 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 32 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი და 200 გრამი “კოკაინი”, 22 კილოგრამი და 10 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”, 25 კილოგრამი “მდმა”, 10 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას და საზოგადოებას აქტიურად აწვდის ინფორმაციას გახსნილი დანაშაულებისა და დაკავებული პირების შესახებ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

https://www.youtube.com/watch?v=Ve_A6dC4SXQ&feature=emb_logo

თეგები: დანაშაულინარკორეალიზაციანარკოტიკიფონიჭალა
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

“პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა”- საია

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1470170 ლარსა და 6600 აშშ დოლარს“ -პოლიციამ ორი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს...

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, დუმილის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა. დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც - შოთა ყიფიანიც. როგორც...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია...

დაწვრილებითDetails

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლოა მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. საღამო დასვენებას დაუთმეთ.   კურო   ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ძველი საქმე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 6-კაციან საკანში 5 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა, როცა საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და სახით დაეცა. "ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი...

დაწვრილებითDetails

“ამით დემოკრატია გაძლიერდება, საზოგადოება მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

ამით დემოკრატია მხოლოდ გაძლიერდება და საზოგადოება მხოლოდ მოიგებს ამ ყველაფრისგან და გაიხარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"