LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ყველაზე ხშირად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოდიან

საქართველოში ყველაზე ხშირად დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოდიან

დაპოსტა 2019/11/14-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3,4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.6 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413.8 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5 პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.9 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 43.8 პ როცენტს შეადგენდა.

2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 52.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 399.2 ათასი და 1 128.9 ათასი ვიზიტი.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.9 ღამე) 0.4 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის III კვარტალთან შედარებით 2.6 ლარით გაიზარდა და 1 181.7 ლარი შეადგინა.

თეგები: მოგზაურობასაქართველო
გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 8, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 7, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7467 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7473 ლარი...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

by მეგა TV
მაისი 6, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7473 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7477 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შემოწმებული ფულის 60% ყალბი აღმოჩნდა – სამეულშია 100 ლარიანი ბანკნოტები

by მეგა TV
მაისი 6, 2025
0
ლარი ისევ დაეცა
ეკონომიკა

გასულ წელს შემოწმებული ფულის (ლარი, დოლარი, ევრო, სხვა ვალუტები) თითქმის 60% ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 11 014 ერთეულ ფულის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

by მეგა TV
მაისი 5, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7477 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7477 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7483 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

26 მაისის ღონისძიებისთვის 2.2 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
მაისი 5, 2025
0
26 მაისის ღონისძიებისთვის  2.2 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

თავდაცვის სამინისტრომ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისს გასამართი ღონისძიებებისთვის 2.2 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ინფორმაციას "ბიზნესპრენიუსი" ავრცელებს. როგორც შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გამარტივებული შესყიდვის ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია ღონისძიების მასშტაბურობით....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7483 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7483 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7487 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

by მეგა TV
მაისი 2, 2025
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7487 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7487 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7492 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

თბილისში, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

by მეგა TV
მაისი 1, 2025
0
თბილისში, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება
ეკონომიკა

თბილისში, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება, ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარომ“ მშენებლობის ნებართვა გასულ წელს მიიღო. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს. პროექტის მიხედვით, იგეგმება 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"