საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.
„2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).