საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი.
ინფორმაციისთვის, 257 ადამიანიდან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.