საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
გაზრდილია სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტთა რიცხვი, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 239-ს შეადგენს.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობას, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა
დღეს 4641-დან 4534-მდე შემცირდა.