ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღას პროგნოზირებს.
“მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მძიმე დღეები უკვე გადავიტანეთ.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს, ის რომ წამოგვეწევა ვაქცინაცია.
სანამ მე-5 ტალღა იქნება, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა იქნება მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამცავი ბარიერი, რომ ჩვენთან მე-5 ტალღა იყოს შედარებით რბილი.
ასევე ის, რომ საზოგადოებამ სერიოზული გამოცდილება მიიღო მე-4 ტალღის დროს, სიცოცხლის ძალიან დიდი დანაკარგები გვქონდა და მეტად გავუფრთხილდებით ერთმანეთს.
მედიცინა მუდმივ პროგრესშია, ჩნდება ახალ-ახალი მედიკამენტები, მთავრდება ზოგიერთი მედიკამენტის კლინიკური კვლევა, რომელიც ეფექტურია უფრო მეტად, ვიდრე დღეს არსებული.
გპირდებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც შემოიტანს და გააუმჯობესებს გამოსავალს.
ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ პროგნოზი არის საიმედო, რათა ვიყოთ იმედიანად.
მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არა ისეთი როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა”, – განაცხადა ცერცვაძემ.