საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია მე-3 წელია გრძელდება, მასში მიმდინარე წელს ჩართულები არიან ავსტრიელი, შვეიცარიელი და გერმანელი სტუდენტები.
საქართველოში კვლევისთვის ის ადგილებია შერჩეული, რომლებიც ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული არაა და ხალხით გადატვირთული არ არის.
გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმრები არიან კონსტანტინე კამინსკი – ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპედიციის თანახელმძღვანელი – ევგენი რუბილინი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკოლოგიური განათლების სკოლის ხელმძღვანელი და ექსპედიციის თანახელმძღვანელი – ირაკლი ჯულაყიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.