LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება – ეკატერინა ზახარიევა

საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება – ეკატერინა ზახარიევა

დაპოსტა 2025/06/19-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს, – ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”.

 

ევროკომისარმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც არის ტაქტიკა, რომელიც “აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდადაა” შექმნილი.

 

ასევე, მან ისაუბრა მედიის მდგომარეობაზე საქართველოში და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ „სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს“.

 

მისი თქმით, მზია ამაღლობელის “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა, რაც მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა.

 

ამასთან, ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

 

“როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება.

 

ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ – ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი.

 

ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს…

 

საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს.

 

მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს.

 

მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ.

 

დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…

 

ევროკავშირი მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს”, – განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

21 ივნისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:   გაგრა +21 - წვიმა   სოხუმი +23 - უმეტესად ღრუბლიანი   ზუგდიდი +25 - უმეტესად მზიანი   მესტია +18 - წვიმა   ფოთი...

დაწვრილებითDetails

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი გრძნობა - სიყვარული თუ სიძულვილი, თქვენზეა დამოკიდებული. პრობლემების გადაჭრისას სერიოზული სირთულეები გელით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. ეცადეთ,...

დაწვრილებითDetails

ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ჭიათურაში მასშტაბური აქცია იმართება
მთავარი

გუშინ, 19 ივნისს, ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო კარვებში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ “მაუწყებელს” მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა. იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი პატიმარი მერაბ სარალიძეც. პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ქუთაისში ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
მთავარი

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ნინო დათაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა...

დაწვრილებითDetails

საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მთავარი

ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს გუნდური ასპარეზობის ჩემპიონია უნგრეთში დასრულდა 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი აშშ დოლარი 2.7268 ლარი ეღირება, ევრო – 3.1435 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6795 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ის აღნიშნავს, ეს...

დაწვრილებითDetails

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რატომ არ წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"