საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და არსებობის ისტორიაში პირველად, კონტინენტის 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა!
ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხეს და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
24 იანვარს, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიასა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.