ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა საქართველოს სამმა მოქალაქეემ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა. ისინი ენგურის ხიდზე იმყოფებიან.
როგორც გათავისუფლებული პირები ჟურნალისტებთან აცხადებენ, ისინი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
„სამუშაოდ მივდიოდით ჩვენს ტერიტორიაზე და მანდ დაგვიჭირეს. სასამართლო დღეს იყო. ოჯახმა ჯარიმა გადაიხადა და გამოგვიშვეს. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – აცხადებს ერთ-ერთ გათავისუფლებული.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამი ახალგაზრდა 7 ივნისს დააკავეს. მათ “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.