დღეიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა.
კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგინა:
თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი
თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე რკინიგზის სალაროებში.